ვცდილობ გავითვალისწინო მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული,ემოციური და სოციალური პრობლემები. ვცდილობ შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ და იზრუნონ ერთმანეთზე. ყველა მოსწავლეს ვუდგები ინდივიდუალურად; ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის,როგორც პიროვნების, ღირებულება და უნიკალურობა. ხელს ვუწყობ მოსწავლეებს, გაბედულად დასვან კითხვები, გამოტქვან მოსაზრებები და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები.
სასწავლო გარემო
ა)მოსწავლე თანაკლასელთა და მასწავლებლის წინაშე თამამად გამოთქვამს თავის შეხედულებებს,მოსაზრებებს.პატივისცემით ექცევა გარშემო მყოფებს; უსმენს და პატივს სცემს ცხვების მოსაზრებებს,მათ შორის ისეთსაც, რომელსაც არ იზიარებს.ცდილობს თავიდან აიცილოს კონფლიქტური სიტუაცია,ხოლო უთანხმოების დროს იყენებს კონფლიქტის გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებებს.
ბ)პატივს ვცემ თითოეული მოსწავლის რელიგიურ რწმენას,ვასწავლი თუ როგორ გაითავისონ, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია,ხედვა, დამოკიდებულებები და იდეები.
ბცდილობ მოსწავლეებმა აღმიქვან თავიანთ პარტნიორად. ვუბიძგებ მოსწავლეებს გახდნენ სასწავლო პროცესის თანამონაწილეები, რითაც ხელს ვუწყობ მათში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. სპეციალისტებთან ერთად ვქმნი სსსმ მოსწავლეზე მორგებულ საკლასო გარემოს ვცდილობ დავეხმარო სსსმ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში. მოსწავლეები არ აქცევენ ზედმეტ ყურადღებას სსსმ მოსწავლეს, ჩვეულებრივ ექცევიამ მას.
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ კლასში ქცევის წესებსა და სანქციებს მათი დარღვევისათვის. მოსწავლეები მონაწილეობენ საკლასო ოთახის მოწყობაში და ზრუნავენ ფიზიკურ გარემოზე.
სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
სასწავლო მიზნების შემუშავების დროს ვითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას,მათ გამოცდილებას, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. მოსწავკეს ვუხსნი გაკვეთილს/ სსწავლო აქტივობის მიზანს და მოსალოდნელ შედეგებს.
მოსწავლე ჩართულია მთლიანად საგაკვეთილო პროცესში და ხალისით ასრულებს დავალებებს, რომლებიც მის ინტერესებზე და საჭიროებებზეა მორგებული. იგი გაარებულად ერთვება ამა თუ იმ დავალების შესრულებაში, რადგან იცის, თუ რა მიზანს ემსახურება ისინი.მოსწავლე აჯამებს გაკვეთილს და აფასებს გაკვეთილის შედეგად მიღებულ ცოდნას.
ვგეგმავ საკლასო აქტივობებს რომლებიც გაკვეთილს უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის.წავახალისებ მოსწავლეთა აქტიურობას,შრომისმოყვარეობას,ძალისხმევას, მაშინაც კი, როცა კარგ შედეგებს ვერ აღწევენ. მასალის ახსნისას ყურადღებას ვამახვილებ მნისვნელოვან საკითხებზე რათა დავეხმარო მოსწავლეებს, უკეთ აღიქვან და დაიმახსოვრონ ინფორმაცია. ვეხმარები მოსწავლეებსარსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში, ვცდილობ გაითავისონ ის, რასაც ვასწავლი და გამოიყენონ ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში.
მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ იმ მნიშვნელოვანი ცნებებისა და ტერმინების მნიშვნელობას, რომლებიც საჭიროა სასწავლო საკითხის სრულფასოვნად გასაგებად. საკითხის სწავლების დროს ვიყენებ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ საინტერესო ინფორმაციას. მოსწავლეებს ვალევ საშინაო დავალებებს, რომლებიც დამოუკიდებელ სწავლისა და მიღწეული შედეგის შეფასების გზით ეხმარება მათ სწავლის პროცესის დახვეწაში.
ვიცი და ვიყენებ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს. მშობლებისგან და კოლეგებისგან მოვიპოვებ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევების, მათი წინსვლის, სასწავლო ჩვევებისა თუ საჭიროებების შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий