სადამრიგებლო ანგარიში


                                              წლიური სადამრიგებლო ანგარიში.                           
                                         7 დ კლასი. დამრიგებელი ნ.ვეშაპიძე                               

     2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეთა რაოდენობა იყო 23 მოვიდა 3 წავიდა 1 სულ სემესტრის ბოლოსთვის  25 მოსწავლეა. ასწრებს 19 , ვერ ასწრებს 5 შეუფასებელია 1. გაცდენილი საათების რაოდენობაა 1623. კლასში სოციალურად დაუცველი 3 მოსწავლეა, დევნილი აფხაზეთიდან 3. ობოლი 4.  ქართველი 22, სომეხი 3. კლასში 14 ვაჟია, 11 გოგონა.
         სასწავლო წლის დასაწყისში კლას გავაცანი შინაგანაწესი, შევადგინეთ მორიგეობის ცხრილი და დავგეგმეთ  აქტივობები.
        სექტემბერში  დავესწარით საქართველოს ქალთა ნაკრების თამაშებს ფრენბურთში,არენაზე სადაც მშოლებთან და მანდათურთან ერთად ვუგულშემატკივრეთ  ჩვენს გოგონებს, რომლებმაც 3 ადგილი დაიკავეს.  მივიღეთმონაწილეობა ფრენბურთის სასკოლო ტურნირში. ოქტობმრის ბოლოს ვეწვიეთ სპორტის მუზეუმს სადაც ბავშვებმა ბევრი საინტერესო გაიგეს  საქართველოს წარმატებულ სპორტსმენებზე და მათ მიღწევებზე.
       ისტორიის პედაგოგმა ნ.ზაზანაშვილი  მოაწყო ექსკურსია ისტორიის მუზეუმში, ასევე  კლასში ჩატარდა საინტერესო პროექტირომლის თემა იყო მსოფლიოს 7 საოცრება.ჩატარდა ღია გაკვეთილი შიდა შეფასების და გამოუშვეს კედლის გაზეთები აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით.
       კვირაში ერთხელ კლასში ტარდება კლასის საათი. საუბრებია კლასში ქცევის წესებზე, ერთმანეთთან თანამშრომლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შევეხეთ ისეთ საკითხს როგორიცაა ბულინგი, ვსაუბრობთ სწავლის დონის ამაღლებაზე და ყოფაქცევაზე.
       სემესტრის განმავლობაში ვაწვდიდი ინფორმაციას მშობლებს გაცდენების,დაგვიანებების და
 მოსწრების შესახებ. სასწავლო წლის მეორე სემესტრი დავიწყეთ იმ იმედით რომ ავიმაღლებდით  აკადემიურ მოსწრებას და გავაუმჯობესებდით ყოფა-ქცევას. ჩავერთეთ ყველა დასახულ აქტივობაში 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით სკოლაში  ჩატარდა კონკურსი - „ ნაბიჯი თანადგომისთვის“, რაც ბულინგს ანუ ძალადობის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლი, მოიგონეს სლოგანი, გამოუშვეს კედელი გაზეთი. 
ძალადობის საწინააღმდეგო დღეც აღინიშნა: გაიმართა, თემატური ნახატებისა და პლაკატების გამოფენა,  კლასში ჩატარდა კლასის საათიარა ძალადობას“, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები წარმოადგინეს.
სკოლაში აღინიშნა აუტიზმისა და დაუნის სინდრომის დღეები თემითერთიანობა მრავალფეროვნებაშია“.
სკოლაში აღინიშნა „დედამიწის დღე“. ჩვენ ხომ პლანეტა დედამიწის მკვიდრნი ვართ. დედამიწაა ჩვენი სახლი და ყოველი ჩვენგანის ვალია მოვუაროთ მას. აი ამ სულისკვეთებით წარიმართა სკოლაში „დედამიწის დღე“, რომელსაც 176 ქვეყანაში აღნიშნავენ. მივიღეთ მონაწილეობა  სპორტულ აქტივობებშიც. კერძოდ:  ფრენბურთისა და ფეხბურთის სასკოლო ტურნირებში. აკადემიური მოსწრებით არ ვარ კმაყოფილი, რადგან შედეგები არის დაბალი . კლასში მხოლოდ ერთმა მოსწავლემ- ნინა შარაშიძემ დაამთავრა სასწ წელი 9 - იანზე,  7,8 ქულაზე 5-მა მოსწავლემ,6-5 -ზე    11 მოსწავლემ,ხოლო 8 მოსწავლე  არის დაბალი შეფასების 3-4. მათ შორის 1  თორნიკე ხაჩატუროვი შეუფასებელია და დარჩა იმავე კლასში. 6 მოსწავლეს (ხაჩატუროვის  ჩათვლით)  გამოყვათ ექსტერნი, 3  მოსწავლეს საშემოდგომო. ამის თაობაზე ყველა მოსწავლის მშობელი იქნა გაფრთხიებული და იმედი მოგვცეს რომ მომდევნო სასწავლო წელს იგივე არ განმეორდება.მეც ვიმედოვნებ. საერთო ჯამში კლასსთან მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, მაგრამ ყურადგებოს გამახვილებაა საჭირო  კლასში ზოგიერთი მოსწავლის ქცევაზე და  იმედია სწავლის დონეც წლის ბოლოსთვის ურო შედეგიანი გვექნება.


Комментариев нет:

Отправить комментарий